ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია.შემთხვევა გუშინ საღამოს,დაახლოებით, საღამოს 21 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ის სატვირთო ავტომობილს მართავდა, რა დროსაც კედელსა და ავტომობილს შორის მოჰყვა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა.
“ფაქტი ის არის რომ ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა, რომელსაც ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ჩანს კომპანიაში კვლავ არის პრობლემა და არაჯეროვნად ექცევა ყურადღება შრომის უსაფრთხოების საკითხს, დარღვევები იკვეთება სამართლებრივი კუთხით შრომის უფლებებთან”-განაცხადა ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ.