TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენელის, ცოტნე ჯაფარიძის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტურისტების ნაკადის შემცირება მესაზღვრებიის ქსენეფობიური დამოკიდებულის გამოწვეულია.
„სამწუხაროდ, 2019 წელს საემიროებიდან ვიზიტორების დაახლოებით 15%-იანი კლება იყო. ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის, სავარაუდოდ, ქსენოფობიური დამოკიდებულება ჩვენი მებაჟეების მხრიდან, როცა ფერადკანიან სტუმრებს არ უშვებენ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი მეორე გზისთვის, ასევე ტურისტული მომსახურეობის პაკეტი, სასტუმრო და ყველაფერი, რაც შეიძლება მათ ქვეყნის სანახავად დასჭირდეთ. თუმცა მათი გაბრუნება ხდება საზღვრიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,” – ამბობს ჯაფარიძე.
შსს-ში მსგავს სიტუაციას უსაფრთხოებით ხსნიან, თუმცა TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენლისთვის გაუგებარია, რა საფრთხეს წარმოადგენენ ვიზოტორები საემიროებიდან.
,,ამაზე პასუხს შსს არ იძლევა და ამბობენ, რომ უსაფრთხოებაზეა საუბარი. რა უსაფრთხოებაზე შეიძლება იყოს საუბარი და როგორ შეიძლებოდა ინდუსი წარმოადგენდეს საფრთხეს ქვეყნისთვის, როცა ეს ის ხალხია, რომლებიც ყველაზე მშვიდობიანები და შრომისმოყვარეები არიან“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საემიროებთან დაკავშირებულმა ტურისტულმა სექტერმა ამოისუნთქა, თუმცა 2018-2019 წლებში სტატისტიკა გაუარესდა, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.
სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტორების რიცხვი წლიურად 15.3%-ითაა შემცირებული.