რეჟისორ ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმიდან And Then We Danced ახალი კადრები გავრცელდა. ფილმის პრემიერა ხვალ, 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს.
ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.