“ფინანსების ძიებას ვიწყებ,საჯაროდ მოვყვები ვინ ითანამშრომლებს ჩვენთან და ვინ არა“-ზურა ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „გირჩისთვის“ ფინანსების მოძიებას იწყებს და დღეიდან მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფინანსების მობილიზება იქნება.
„ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ 2020 წლის არჩევნებისთვის. პარტიულუი სისტემის გამართვის პრიცესში ვართ. გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც დროში ძალიან სწრაფად არის მოსაგვარებელი, მათ შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი „გირჩის“ ფინანსური სტაბილურობის საკიხი. „გირჩი“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე და არსებობს მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით, მაგრამ ეს შემოსავლები სავსებით არ არის საკმარისი, რომ რეალურ საარჩევნო კონკურენციაში შევიდეთ მსხვილ პარტიებთან. არადა, გვინდა სწორედ ასეთ კონკურენციაში შესვლა“ – აცხადებს ჯაფარიძე. მისივე თქმით, „გირჩი“ აკეთებს წარმატებული ადამიანების სიას, და ინდივიდუალურად დაურეკავენ და შეხვდებიან ამა თუ იმ ბიზნესმენს. ვინ წავა ასეთ თანამშრომლობაზე „გირჩთან“ და ვინ – არა, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ყველაფერს საჯაროდ იტყვის.
„ვის შევხვდი, როგიორ ჩაიარა შეხვედრამ, ვინ ითანამშრომლებს ჩვენთან . ასევე საჯაროდ მოვყვები ვინ არ ითანამშრომლებს და რა მიზეზებს იტყვის. მსგავსი რამ ამ ქვეყანაში არავის გაუკეთებია. ამ თვალსაზრისითაც „გირჩი“ ახალ სტანდარტს დადებს ქვეყანაში“ – აცხადებს ჯაფარიძე.