მედიაექსპერტის, ნათია კუპრაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება როგორც ძველ, ისე ახალი ვალთან დაკავშირებით შერჩევითი და უკანონოა. ,,უკანონოა დღეს რაც გავიგეთ, რომ არ არსებობს არანაირი შეთანხება ძველ ვალებთან დაკავშირებით და ამაზე მსჯელობას ახლა აპირებენ. ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო ,,რუსთავი 2-ს” , მაგრამ არ დაადო ,,იმედს” და მაესტროს”,- ამბობს კუპრაშვილი და განმარტავს, რომ ამით მთავრობა ცდილობს ,,რუსთავი 2″-ის ჩამოცილებას, რადგან მათთვის ის ზედმეტი ტვირთია.
მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ახალ ვალებთან დაკავშირებითაც პოლიტიკური და შერჩევითი გადაწყვეტილება მიიღო. ,,უკანონო იყო გადაწყვეტილება, როცა დააწყებინეს ტელევიზიებს ვალების დაგროვება და სახელმწიფო არ იძიებს ამ შემთხვევას, არ აინტერესებთ ვინ იყო პასუხისმგებელი და თითქოს ახლა იწყებს სამართლიანობის აღდგენას იმ ტელევიზიებით, ვისაც დღეს დაადო ინკასო”, – ამბობს ,,რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” განვითარების დირექტორი, ნათია კუპრაშვილი.
ის დღეს ინკასოდადებული ტელევიზიების- ,,ტვ კავკასიის” და ,,ტვ პირველის” დირექტორების ფინანსთა მინისტრთან დახურულ შეხვედას ესწრებოდა.
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.