ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 737 ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. თვითმფრინავი ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმისას ცდილობდა დაშვებას. ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია თუმცა არიან დაშავებულები. 21 დაშავდა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.ლაინერი ჩარტერულ რეისს გუანტანამოდან ჯექსონვილის სამხედრო ბაზის მიმართულებით ასრულებდა.