{{ARTICLEIMAGE}}
ფრაქცია “ქართული ოცნება” დღეს სხდომას გამართავს. სხდომას, რომელიც პარტიის ოფისში იმართება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
სხდომის დაწყებამდე კომენტარი ასევე გააკეთა გედევან ფოფხაძემ, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას წასვლის შემდეგ, კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გახდა.
“ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი იყო განმსაზღვრელი და პრინციპული. მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და არაფერი სხვა ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ახლა აქცენტების ამ თემიდან გადატანა სწორი იყოს”, განაცხადა ფოფხაძემ.
რამდენად ხედავს ის ადგილს ამ გუნდში, ფოფხაძე პასუხობს, რომ არ ჰგონია, ამის პრობლემა იყოს.
“შევალ და ვნახავ ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა. სკამები საკმარისად არის, არამგონია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აქცენტებს არსებითი თემიდან არ გადავიტანთ რაღაც კერძო, პირად საკითხებზე”, განაცხადა ფოფხაძემ.
თავად ეკა ბესელია საქართველოში არ იმყოფება და შესაბამისად, ის სხდომას არ ესწრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორის არის იუსტიციის საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. სავარაუდოდ, განიხილება ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების თემაც და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, როდესაც გუნდის წევრებმა ერთმანეთი მწვავედ გააკრიტიკეს.
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)