ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ფონიჭალის დასახლებაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავა.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკვისას 68 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ფულადი თანხა ამოიღო.
მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.