ფორმულა კრეატივის მიერ დაფუძნებულ ტელევიზიაში, რომელიც მაუწყებლობას მალე დაიწყებს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს.
ელისო ჯარიაშვილი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი იყო, ასევე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, შემდეგ კი “ტვ მესამეზე” პოლიტიკური თოქ-შოუ “მთელი ამბავი” მიჰყავდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან გავა “ფორმულას” ეთერში საინფორმაციო გამოშვებები.