პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების ფოტოებს ავრცელებს. ფოტოები გადაღებულია პარლამენტის შენობიდან.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვსტოდან 4 სექტემბრამდე ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების გამო რუსთაველის გამზირი სრულად იკეტება. ისევე, როგორც ვაჟა–ფშაველას გამზირზე აქაც არა მხოლოდ ავტომანქანების მოძრაობა, არამედ ფეხით მოსიარულთე გადაადგილებაც კი აიკრძალება და მხოლოდ გარკვეულ საათებში იქნება ნებადართული.
აქცია “სირცხვლილია“ კი, რომელიც პარლამენტის წინ 68–ე დღეა მიმდინარეობს, გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი წერს. მისი თქმით აქციის ორგანიზატორებმა ფორსაჟის გადამღებ ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწიეს.
{{PHOTOGALLERY}}