ფოთში 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აიკრძალა

ფოთის სანაპირო ზოლზე წითელი დროშები აღმართეს, რაც იმას ნიშნავს რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციიით, ამ დროისთვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია.

საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე შენარჩუნდება.