ფოთში 45 წლამდე მამაკაცი ტბაში დაიხრჩო

ფოთში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თევზაობის დროს მოხდა, მამაკაცს  სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა. 

მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.