ფოტოზე, რომელსაც სოციალურ ქსელში “ქილიკი მოჰყვა”, თბილისის მერი განმარტებას აკეთებს

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერი კახა კალაძე მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მიუთითებს. საქმე ეხება ჩიქოვანის ქუჩაზე დაწყებულ სარემონტო სამუშაოებს, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში მცირე ზომის ტროტუარის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

თბილისის მერი სოციალურ ქსელის მეშვეობით პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო და თქვა, რომ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება გადაწყვიტა, რადგან გუშინ გავრცელებულ ფოტოზე “ქილიკი მიდიოდა”. კალაძე ამბობს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეს არის ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი.

თბილისის მერი მოუწოდებს მათ, ვინც “ასეთ სიცრუეს ავრცელებს, პატივი სცენ დედაქალაქს”.

“არ დაუჯეროთ მეგობრებო და ყოველთვის დაელოდეთ სწორ ინფორმაცია, რომელსაც დედაქალაქის მერია მოგაწვდით. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და არავის მივცემთ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში”,თქვა კალაძემ.