“სამეფო კარის თამაშების” ფოტოგრაფის გამორჩეული ფოტოები სერიალიდან

პოპულარული სერიალის “სამეფო კარის თამაშების”  ფოტოგრაფმა ელენ სლონმა BuzzfeedNews-თან ინტერვიუში მისთვის საყვარელი ფოტოები გამოარჩია.  

“როდესაც სერიალში ხარ მთლიანად ჩაფლული ისე ვერ გრძნობ ყველაფერს როგორც მაყურებლები გრძნობენ, მხოლოდ რამდენიმე ასეული ფოტოს მერე გავაცნობიერე სად ვიყავი და რას ვაკეთებდი და მაშინ მივხვდი რომ ეს ის იყო რაზეც ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვილაპარაკებდი.”- ამბობს ელენი ინტერვიუში საუბრისას

კეიტლინ სტარკი 1 სეზონი 4 სერია  “Cripples, Bastards, and Broken Things”

“ის უბრალოდ კეიტლინ სტარკი იყო. ყველა გრძნობდა ამას, ყველა გრძნობდა დედობრივ გამძაფრებულ სიყვარულს, რომელსაც ის ასხივებდა. ის არაჩვეულებრივი იყო. შეიძლება ეგოისტურად ჟღერს თუმცა მიხარია, რომ მიშელი ჩრდილო ირლანდიელი მსახიობია.”

კეიტლინ სტარკი 3 სეზონი 9 ეპიზოდი “The Rains of Castamere”

{{ARTICLEIMAGE}}

“ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი მომენტი მთელი სერიალის განმავლობაში.სწორედ მისი ღრიალი გაისმა წითელი ქორწილის დროს. ჩემი აზრით არ მოიძებნება ადამიანი იმ ოთახში რომელმაც ეს ღრიალი გულთან ახლოს არ მიიტანა, კეიტლინი აგრძელებდა ღრიალს და ეს იყო საოცარი და ამავედროს საკმაოდ შემზარავი. თუმცა დასასრულს ის უბრალოდ გაუჩინარდა. “

ნედ სტარკი 1 სეზონი 4 ეპიზოდი “Cripples, Bastards, and Broken Things”

“ის არის პირველი უდიდესი მსახიობი, რომელთანაც ოდესმე ასე ახლოს მიმუშავია. ის მამასავით მზრუნველი კაცია და უბრალოდ გაცდის რომ შენი საქმე წყნარად აკეთო. მოხარული ვარ რომ მასთან მომიწია მუშაობა და არა ვინმე სხვასთან. ეს ფოტო სწორედ ამიტომ მიყვარს. ეს უბრალოდ მომენტია, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მსახიობის გარშემო”

დეინერისი და დროგო 2 სეზონი 10 ეპიზოდი “Valar Morghulis”

ბავშვის როლი ელენ სლოანის შვილმა მოირგო. მისი შვილი რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ხშირი თმით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ გადაიღეს ის ამ ეპიზოდში.თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სლოანმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ფანის კომენტარი ნახა “ვინ დააფარა ჩვილ ბავშვს პარიკი?!” – იხსენებს სიცილით ფოტოგრაფი

ტირიონი და პოდრიკი 2 სეზონი 9 ეპიზოდი “Blackwater”

მიყვარს მათი უცნაური ურთიერთობა. ნამდვილი პერსონაჟების მომენტები ჩუმი ემოციებით გამოიხატება და თუ ეს არ ხდება მაშინ ყველაფერი ფასს კარგავს. ეს ფოტო განათების გამო მომწონს ერთგვარ რელიგიურ ნახატს ჰგავს.

ჯოფრი ბარათეონი 3 სეზონი 8 ეპიზოდი “Second Sons”

“როდესაც კითხავდი მას იყო თუ არა მზად, მისი სახე, მანერები, ქცევები წამში იცვლებოდა და მაშინვე პატარა მონსტრად გადაიქცეოდა.. თუმცა ყველაფერ ამის ნახვა კამერიდან დამიჯერეთ ნამდვილად შემაშფოთებელია”

5 სეზონი 8 ეპიზოდი “Hardhome”

“ამ ეპიზოდზე ამბობდნენ რომ ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის გადაღებების დღე იყო. თუმცა ამ საშუალო დონის გადაღებებში რატომღაც იგულისცმებოდა ხალხის ნავიდან გადაგდება, მათი ცოცხლად დაწვა” – იხსენებს ფოტოგრაფი ამ ყველაფერს სიცილით

სერსეი ლანისტერი 5 სეზონი 8 ეპიზოდი “Hardhome”

“ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. იმიტომ რომ სერსეიში ბევრი გატეხილი ნაწილია და შენ თითქმის ამ ყველაფერს გრძნობ, განიცდი და წუხხარ მის გამო. ამის შემდეგ შენ უბრალოდ ფიქრობ რომ ის ასე ძალიან არ გძულს, სწორედ ამიტომ გადავიღე ეს ფოტო მისი უმწეობის გამო მაშინ როცა ის ძალიან ხშირად წარმოუდგენლად ძლევამოსილი და ამაყია”

არია სტარკი და ჯონ სნოუ 6 სეზონი 4 ეპიზოდი “Book of a Stranger”

“ყველას უნდა რომ სტარკები კარგად იყვნენ. არა?! ეს არაჩვეულებრივი კადრი იყო, სანსას შემოსვლის კადრს კამერა აფიქსირებს და ის ამ დროს ღრმად სუნთქავს, ფიქრობს “ისაა?” “ისაა” ” ის მართლაც ის არის” თქვენ ამ ყველაფერს მაყურებლის თვალით ხედავთ და განიცდით, ძალიან იღბლიანი ვარ რომ მათი გუნდის წევრი ვარ და ყოველდღე ასეთი არაჩეულევბრივი სცენების მომსწრე გავხდი. “