ფრანგული კლუბი გარდაცვლილი ბექა ბურდიაშვილის ოჯახისთვის ფულს აგროვებს

ტრაგიკულად გარდაცვლილი ბექა ბურდიაშვილის ოჯახისთვის ფრანგული საფეხბურთო კლუბი ფულს აგროვებს.

2020 წლის 26 იანვარს შემთხვევა საფრანგეთში, კერძოდ ტარნის დეპარტამენტში მოხდა, როდესაც საფრანგეთის დროით 09:30-ზე ქართველი ბურჯი ავტოკატასტროფით გარდაიცვალა.

ფრანგულ ბექა ბურდიაშვილი კლუბ „სპორტინგ კლუბ გრაულეტუაში“ თამაშობდა. კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი იწყებენ ფულის შეგროვებას ბექას ოჯახისთვის. თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის ისინი უნდა გადავიდნენ ამ ბმულზე. ამ დროისთვის, 95 ადამიანის მიერ შეგროვებულია 3 191 ევრო.