გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 12 ჩემოდნით საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს აეროპორტში ბარგის შემოწმებისას სიგარეტებით სავსე ჩემოდნები მებაჟეებმა აღმოუჩინეს. მას ჯამში, 48 ათასი ღერი სიგარეტი გადაჰქონდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო კონტრაბანდის გადატანის მუხლით მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მასთან ერთად 6 თანამზრახველი მოქმედებდა, რომლებიც დაკავებული არ არიან.