რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუს მოქალაქეებს საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრებათ, შესაბამისად ნაადრევია იმაზე საუბარი რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისები აღდგეს. პრესმდივანის განცხადებით საქართველოში არსებული სიტუაცია მათი მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება.
“ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ფრენების აღდგენას და იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან პირდაპირი რეისები აღდგება,“- აბობს პესკოვი და მალევე ამატებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსოფობული განწყობები.
დღეს 10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან საჰაერო კავშირი აღადგინოს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხის განხილვას დაუბრუნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი“ წერს და განმარტავს, რომ ინფორმაცია მათ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ანონიმურად მიაწოდეს.