ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.