გაბუნიას უკრაინელი კოლეგები უერთდებიან- პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმაც აგინა


გიორგი გაბუნიას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ჟურნალისტებიც აგინებენ.

უკრაინული 24-ე არხის“ წამყვანმა  არტიომ ოვდიენკომ საკუთარ ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც პუტინს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. 

„ქართველი კოლეგები რუსთავი 2-დან ტყუილს არ მათქმევინებენ, პუტინ შენ „ხუილო“ ხარ და ჩვენ ყველა დავლევთ წინანდალს და საფერავს  იმ ბედნიერ დღეს, როცა  კუბოში თეთრი ჩუსტებით გიხილავთ. მანამდე ვიდრე შენ ბოტოქსს საბოლოოდ არ შეუჭამია შენი ტვინი აგვიხსენი, რას მოძვრები ჩვენთან? რატომ ვერ აყენებ შენ მოშვებულ ტრაკს? მოძვრები და  მოძვრები ჩვენთან – უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, როცა პრობლემები რუსეთში გაქვს და “ხუილო” რომ ხარ სწორედ რუსებმა უნდა გითხრან და არა მხოლოდ ქართველებმა და გეტყვიან კიდეც ძალიან მალე“-განაცხადა ოვდიენკომ

წამყვანმა მიმართვაში ტელეხიდი  დააანონსა, რომელიც მისი  თქმით დღეს  კიევის დროით საღამოს 7 საათზე “24-ე არხსა” და “რუსთავი2”-ს შორის უნდა გაიმართოს.