„ფარული კონვერტი” „რუსთავი 2“ – ზე რჩება. ამის შესახებ გადაცემის წამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
„გადაცემა „ფარული კონვერტი” დარჩა „რუსთავი 2“ – ზე ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ. განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის (რომლის ბაზაზე კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა“- წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“ გასულ კვირას ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა. არხზე უკვე მეორე კვირაა, საინფორმაციო გამოშვება არ გადის.