“გადადგეს ნანა კოსტავა”-ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა

“გადადგეს ნანა კოსტავა””ნაკლები ნანა კოსტავა საკრებულოში”-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა.სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. მის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის მიუხედავად, ის საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს.

მან რამდენ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.ვიდეოს აღწერაში კოსტავამ დაწერა ტექსტი “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. საკრებულოს დეპუტატმა მოგვიანებით, პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ მან ტრაგედიის შესახებ არ იცოდა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა საკრებულოს წევრის კომენტარი.

31 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.