პარლამენტის შენობასთან ხმაურია. „გადადგეს რუსეთუმე გახარია“ – ასეთი შინაარსის ბანერი პარლამენტის წინ გამოფინეს.
პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები,მათი მხარდამჭერები და მოქალაქეები საყვირების აქციას მართავენ.
გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.
გამკაცრებულია შესვლა შენობაში. აკრედიტირებული ჟურნალისტები პარლამენტში შესვლამდე შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან გადიან.