გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან, დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან – ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე. კორცხელის ამბავი უმნიშვნელო კი არ იყო, ძალიან ცუდი ამბავი იყო, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებს ან სპორტსმენებს იყენებს არჩევნების ჩასაშლელად. ოღონდ იმიტომ კი არ არის მტკივნეული, რომ ჩვენ ხელი მოგვხვდა, ჩვენზე უფრო ბევრად, იქ სხვა ხალხიც დაზიანდა. სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდნენ, მათ შორის, პოლიციელი და ჩვენი რამდენიმე მომხრე. თუ ვინმეს აქვს არსაპატიებელი ან საპატიებელი ისინი არიან და არა მელია და მე, რომლებიც დეპუტატები ვართ და ბევრად უფრო დაცულები ვართ ზოგადად. მაგრამ, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, პრობლემა არის წინ. რა იქნება ცხოვრებაში და ქვეყანაში“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსნებთ, „ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის არ გაასამართლებენ, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. აღნიშნულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.