,,გადაგიღო სურათი?” – ასე მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტებს ბოდბეში, სადაც ისინი სამოქალაქო მოძრაობის აქციას აშუქებდნენ. ადგილობრივი მაჟორიტარების მხილების აქცია სამოქალაქო მოძრაობამ კახეთიდან, დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის მხილებით დაიწყო. მოძრაობის წევრებს ხელისუფლების ადგილობრივი აქტივისტები დაუპირისპირდნენ.