“გადამაგდეს.. მე ვთვლიდი, რომ რეკლამა არ უნდა წასულიყო „რუსთავი 2“-ზე”-გია გაჩეჩილაძე “მაესტროსთვის” ბრძოლას აანონსებს


ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი მეწილე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ის მაესტროსთვის იბრძოლებს ამის შესახებ მან გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

“მე ხალხს შევპირდი რომ გავაკეთებდი ისეთ არხს, რომელიც ძალიან საჭირო იქნებოდა, მაგრამ არ სესრულდა ეს პირობები. ირაკლი რუხაძეს მინდა მივმართო. ზუსტად მან აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ „მაესტრო იქნებოდა ჩემს მართვაში და მე გავაკეთებდი ისეთ არხს, როგორიც დღეს საზოგადოებას სჭირდება და მაინც მივაღწევ ამას, ყველა ვარიანტში პირდაპირ ვიძახი მე მას მარტო იმიტომ არ დავუდექი გვერდზე, რომ ირაკლის ეყიდა ეს არხი. მე ვთვლიდი, რომ რეკლამა არ უნდა წასულიყო „რუსთავი 2“-ზე… მე პირადად განვიცდი, რომ „მაესტრო“ ახლა მგონია, რომ  გაყინული არხია, იმასთან შედარებით, როგორც მიდიოდა და ვითარდებოდა. სულ სხვა ფორმატის გაკეთებას ვაპირებდი მე მანდ.. ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილება იყო თუ ზემდგომი ადამიანების რაც იყო მოლაპარაკებული, მე იმაზე გადამაგდეს და მე ესე ამას არ დავტოვებ თორემ მე არ მინდოდა რომ მაესტრო ყოფილიყო კონსერვის მდგომარეობაში . მე მქონდა პრეტენზია, რომ „მაესტრო“ ყოფილიყო ნომერ პირველი არხი საქართველოში და მე ამისთვის მაინც ვიბრძოლებ“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.