გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველი სალონში მუშაობს {ვიდეო}

“მორიგი ჯანმრთელი ადამიანი გადასატანი ყუთის სიაში”- ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს ქალბატონი, რომელიც სალონში მუშაობს.

“ქალბატონი ირინა ტარახჩიანი, სტილისტი, რომელიც ახლაც, ამ წუთებში სამსახურშია, მუშაობს, მაგრამ ცესკოს გადაწყვეტილებით, მას საარჩევნო უბნამდე მისვლა არ შეუძლია”, წერს ხოშტარია.

დღესვ “ევროპულ საქართველოში” დღეს ბრიფინგი გაიმართა. პარტიამ ის ვიდეოები გაასაჯაროვა, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული პირები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან. 

წარმოდგენილი  ფაქტი “ევროპულ საქართველოში” ამომრჩეველზე ზეწოლად შეაფასეს.

ოპოზიციური პარტიის  ინფორმაციით, გადასატან ყუთზე პირველი ტურის შემდეგ 234 ამომრჩეველი დაემატა. ხოშტარიას შეფასებით, ამ ფაქტით ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე 9 ივნისს გაიმართება, ერთმანეთს “ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახაძე და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.