გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 იანვარს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონში დროებით შეიზღუდება.

,,თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის III და IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში კი 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.