გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე-ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი” კვირას, 17 ნოემბრიდან  უწყვეტ საპროტესტო აქციებს  აანონსებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ როგორც მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე, თუ ჩავარდებოდა კენჭისყრა, ქვეყანაში დაიწყებოდა კრიზისი, ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე გადავდივართ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით,  პირველი აქცია, კვირას, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ის აქციაზე მისვლისკენ ყველას მოუწოდებს როგორც თავის ისე, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს.