ხაზარაძემ “გახარიას მუქარის წერილის” ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნა

თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლო გამოკითხვის შემდეგ დატოვა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მან წერილის ასლი სასამართლოს გადასცა, ორიგინალი კი – ლონდონშია ექსპერტიზაზე. მამუკა ხაზარაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. 

“ვიყავი გამოკითხვაზე, რომელზეც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. გადავეცი წერილის ასლი, გავაკეთე კომენტარები და გამოვედი. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია – რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე”, თქვა ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ. 

კომენტარი გააკეთა პროკურორმა, რომელმაც თქვა, რომ ხაზარაძემ წარმოადგინა კომპიუტერით აკრეფილი ტექსტი და ამის სხვა მაიდენტიფიცირებელი გარემოება არ არსებობს.