გაერთიანებული ოპოზიცია “ლეიბორისტების” ოფისში იკრიბება

 

გაერთიანებული ოპოზიცია “ლეიბორისტების” ოფისში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობს. შეხვედრას “ევროპული საქართველოს” და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შევა სარჩელი სასამართლოში არჩევნების გაბათილების მოთხოვნით.   

როგორც ცნობილია, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს, ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. თავის მხრივ, ხელისიფლება ამ მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს და ოპოზიციას შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.

“რაც არ უნდა იუაროს უმრავლესობამ და “ქართულმა ოცნებამ,” მაინც მოუწევს ამ დათმობებზე წამოსვლა, უფრო სწორად ვაიძულებთ, რომ წამოვიდეს ამ დათმობებზე. იმიტომ კი არა, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის იმ ასი ათასობით ადამიანის მოთხოვნა, რომელმაც არჩევნებში “არა” უთხრა “ქართულ ოცნებას,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი.