გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა.

ექიმების გადაწყვეტილებით,  კომისიის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის ამ დროისთვის როგორია კომისიის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი აზრით,ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება  შესაძლოა, უბანზე არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს.

„ეს არის ქალაქი, სადაც წინა არჩევნებზე გახარია მოკლა, ისეთ ზეწოლას ახორციელებდა მასზე. ასე, რომ არ მიკვირს, რომ გულის შეტევები უვითარდებათ მათ შორის, ჩვენი კომისიის წევრებს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ უბანზე ვითარება დაძაბული იყო.  თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი პოლიციამ  ძალის გამოყენებით დაატოვებინა.