„არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა.
„ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ქართულ ჯარს აბრალებს ომის დაწყებას, უნდა გახდეს მთავარსარდალი. ის არასდროს არ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ვაპროტესტებთ იმ ქაჯობას, რომელიც მოდის საქართველოს პარლამენტის სკიპერიდან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარიდან, საკრებულოს თავმჯდომარიდან, რომლებიც აგრესიაზე არიან გადასული“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.
დღეს, 16 დეკემბერს ოპოზიცია აქციას გეგმავს თელავში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, თუმცა ჩუმლაყთან შს სამინსიტრომ გურჯაანი-თელავის ცენტრალური გზა გადაეკეტა და გზაზე ავტობუსები დააყენა.
საპატრულო პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, რომ თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ.