გაფიცულმა სოც მუშაკებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს

გაფიცული სოციალური მუშაკები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. მათი 22-პუნქტიანი მოთხოვნები უცვლელია და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, გაფიცვა პრობლემას არ შექმნის, რადგან 200 სოც მუშაკი სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლეს, შესაბამისად ბენეფიციარები მომსახურების გარეშე არ დარჩებიან, რადგან  სააგენტოს სხვა თანამშრომლები ემსახურებიან.

გაფიცვა რეგიონებშიც მიმდინარეობს, ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალეს.სოც მუშაკების მხარდასაჭერად მოქალაქეები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ და საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ სოც მუშაკების პროტესტთან დაკავშირებით.