გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს-პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს.

რუსთავი-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა , რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენეზე პრეზიდენტის თქმით, ის როცა გადაწყვეტს კომენტარს მაშინ გააკეთებს.

“ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ… გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს… ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული,”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი “კურიერთან” საუბრისას.

ამასობაში კი მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს დილიდან  კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს.