“გაგიკვირდებათ და ვგაზავ”-გვარამია და ნაყოფია კიევში გაემგზავრნენ

“რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი კობა ნაყოფია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააფიქსირეს.

ფოტომასალა “პრაიმტაიმმა” გაავრცელა. თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენა ცოტა ხნის წინ შესრულდა.  გვარამიამ დაადასტურა რომ კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

“გაგიკვირდებათ და ვგაზავ. ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი და ანგარიშის ჩასაბარებლად და მომავალი სტრატეგიის დასაგეგმად მივდივარ. მიშას ვნახავ თუ არა, ეს თუ გაინტერესებთ, კიევშია თუა ვნახავ, თუ არაა – ვერ ვნახავ.

ისე აწი კიდე ბევრგან დავგაზავ, და ბევრ ვინმეს შევხვდები. აბა რა გგონიათ, მოვკვდი და ჩავყევი რ2 საფლავში თუ უკეთესს ვერ მოვიფიქრებ რამეს. ვაი თქვენ პატრონს, ვინც ასე ფიქრობთ”-დაწერა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი სწორედ კობა ნაყოფიას შვილი ნიკოლოზ ნაყოფია იყო.