გახარია ამბობს, რომ უმრავლესობას ბიუჯეტთან დაკავშირებით შეხვდა

რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმრავლესობასა და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გახარია ამტკიცებს, რომ შეხვედრა 2020 წლის ბიუჯეტს ეხებოდა. 

„2020 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით გავიდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.