გახარია: აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიმართვის ნაწილი დაასრულა და ახლა უკვე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა მწვავე კითხვებისთვის და ასევე იტოვებს უფლებას, პოლიტიკური ცეკვებისგან ტავი შეიკავოს. 

“ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ისე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე”,განაცხადა გიორგი გახარიამ.