სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მიმართვები სადაც მოქალაქეები გახარიას მხარდაჭერას უცხადებენ და მოუწოდებენ რომ არ გადადგეს. ეს კამპანია გიორგი გიორგაძემ წამოიწყო სადაც ის მოქალაქეებს თხოვს რომ ჩაწერონ ვიდეო მიმართვები და მხარი დაუჭირონ გახარიას. კამპანიის მიზანია სოციალური მედია დაიპყრონ გახარიას მხარდასაჭერი ფოტოებითა და ვიდეოებით.
მისი თქმით გიორგი გახარია არის მშვიდობის გარანტია საქართველოსთვის და მოქალაქეები რომლებიც უკვე 11 დღეა ყოველ საღამოს პარლამენტის წინ იკრიბებიან და გახარიას გადადგომას მოითხოვენ და ღიად აცხადებენ რომ რუსეთი არის ოკუპანტი დამპყრობელი, სინამდვილეში მავნე ოპოზიციური ძალები არიან.
ის ასევე ავრცელებს პარლამენტთან გადაღებულ ფოტოებს რომლებიც დღის საათებშია გადაღებული და ამბობს, რომ სინამდვილეში საპროტესტო აქცია #სირცხვილიაზე ცოტა ხალხი დადის.
“ამდენი კაცი ახლა რო დავიძახო ნადში დამეხმარება”- წერს გიორგი გიორგაძესაკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
“გთხოვთ 1წუთიანი ვიდეო მიმართვით მხარი დავუჭიროთ შინაგან საქმეთა მინისტრს რომელიც, არის მშვიდობის გარანტი, რომლის განეიტრალებასაც აგერ უკვე 9 დღეა ცდილობენ მავნე ძალები და ოპოზიციური, დამნაშავე პარტია. ერთად დავიპყროთ სოციალური მედია… ” – წერს გიორგი გიორგაძე.