„ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალებასთან. ეს არის ფაქტი, ადრე თუ გვიან ეს დადასტურდება და როგორც ჩანს, გახარია იქნება მოწმე, რომელიც ჩვენებას მიცემს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასცა ბრძანება,“ – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ შს მინისტრმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მან გასცა დარბევის და რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება. შესაბამისად, ეს ბადებს ეჭვს, რომ ბრძანება სხვამ გასცა.
„უკანონო ბრძანება, როგორც ჩანს, გაცემული აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც იკვეთება ზუსტად წუთი წუთზე, როცა პრემიერი გამოვიდა და 15 წუთით ადრე თქვა, რომ არ დაგარბევთ, მერე როგორც ჩანს, გახარია და პრემიერი მართლა აპირებდნენ ოპოზიციასთან საუბარს, ეს გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, გასცა ბრძანება, როგორც ჩანს, ბრძანების ავტორი იყო ანზორ ჩუბინიძე, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ არის არც სახელწმიფოს მეთაური, არც მთავრობის მეთაური და მის ბრძანებას დაემორჩილა პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება,“ – განაცხადა სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს და მითითებებს რუსეთიდან იღებს.
„ბიძინა ივანიშვილს აქვს დირექტივა მიღებული მოსკოვიდან, თან სასწრაფოდ უნდა ამოქაჩოს უნდა იმიტომ, რომ შემჩნეულია ორგულობაში რუსებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მას გარკვეული მისია ჰქონდა დაკისრებული, რომ საქართველო ჩაებარებინა,“ – განაცხადა სანიკიძემ.