{{ARTICLEIMAGE}}
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების თემაზე ისაუბრა.
“უბრალოდ მე ერთი რამის მეშინია, კერძოდ ამ თემების პოლიტიკური მიზნებისვის გამოყენების. მე გპირდებით პირადად, ერთ საქმესაც და მეორესაც (დავით კირკიტაძის საქმეს) დავამთავრებთ და შემდეგ სპეციალურად ამ თემებისთვის მოვალ აქ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ დასხდეთ აქ და ვისაუბროთ… მერე უბრალოდ შეგრცხვებათ. მე ვიტყვი, რომ ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალებისა და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, უბრალოდ ამორალურია,”განაცხადა გახარიამ.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.