ექსპერტი გია ხუხაშვილი სამ მიზეზს ასახელებს, რატომაც მისი აზრით ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერება გადაწყვიტა. ხუხაშვილი თვლის, რომ გახარია ივანიშვილისთვის ამ ეტაპზე ყველაზე კომფორტული პრემიერი იქნება:
გახარიაზე არჩევანი გაკეთდა სამი მიზეზის გამო:
1. სტანდარტული შუას გაკრეფის სპეცოპერაციისთვის, რომელიც ყველა არჩევნების წინ ხდება და ახლა განსაკუთრებით პრინციპულია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების არდაშვების სპეცოპერაციის ჩატარება ხელისუფლებისთვის. ანტიგმირი გახარია ამ პოლარიზაციისთვის, ორპოლუსიანობისთვის არის ძალიან მისაღები. მარტივი ტექნლოგიით მოხდება ყველაფერი: სამყაროში ვართ ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა . ნაციონალური მოძრაობა არის მტერი და ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს ისიც არის მტერი, ანუ ნაციონალური მოძრაობა. ამ სქემაში უნდა ჩასვას ივანიშვილმა ისევ საარჩევნო პროცესი.
2. გარდა ამისა გახარია როგორც ანტიგმირი ივანიშვილს გარკვეულ პირად შვებას აძლევს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გარკვეულწილად მთელ ნეგატივზე პასუხისმგებლობის გადანაწილება მოხდება გახარიაზე. თუ აქამდე ივანიშვილის დემონიზაცია ხდებოდა მუდმივად და ყველა პრობლემა მას ბრალდებოდა, ივანიშვილს ახლა იმედი აქვს, რომ პროცესის ბოლოში ყველა შეიძლება აღმოჩნდეს ქაქში და ის თეთრ ფრაკში, და მთელი ნეგატივი შეიძლება წავიდეს გახარიასკენ, ყოველ შემთხვევაში ნაწილი მაინც და ეს მისთვის მისაღები იქნება.
3. ყველაფერი ამის გაკეთება თან გრძელი საბელით გახარიასთვის, მისთვის არ იქნება სახიფათო, იმიტომ რომ გახარია დღეის მდგომარეობით არის დაზიანებული ბრენდი ივნისის მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მასთან აქვს საკმარისი მორალური უპირატესობა, რომ თუ რამე არ მოაწონა ადვილად გადააგდოს. გახარია დღეის მდგომარეობით უკვე ძაფზე კიდია და მისი მოშორება ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა არ ინება, ანუ თეორიული შანსიც არ არსებობს იმისა, რომ გახარიამ დაიწყოს საკუთარი პოლიტიკური თამაში.“– ამბობს გია ხუხაშვილი.