გახარია შესაძლოა პუტინის მოთხოვნით არის დანიშნული – ქორეპისკოპოსი იაკობი გახარიაზე

ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნიპუტინის მიერაა დანიშნული. 

“რატომ დანიშნეს და ეტყობა პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა… რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანს როგორ არის არ გიკვირს?! ცოტა ხანს, რამდენიმე დღე შემორჩება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში , მერე ვნახოთ,”- ამბობს  ქორეპისკოპოსი იაკობი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.