გახარია: “სუს-ის აგენტი” დაკავებულია”

{{ARTICLEIMAGE}}
დააკავეს პირი, რომელმაც 18 დეკემბერს გურჯაანში ის მანქანა დააზიანა, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები: სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა ისხდნენ, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე განაცხადა.

“ახლახანს შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუს-ის აგენტი”,თქვა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდება 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,
რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

21 დეკემბერს, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ როგორ ცდილობს დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი 2 დეკემბრის აქციაზე პროვოკაციის მოწყობას და იგივე პირი, როგორ აზიანებს თელავში ინაუგურაციის დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატის ავტომობილს.

მისი ვარაუდით, ვიდეოზე აღბეჭდილ პირს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს, როგორც პროვოკატორს.