“გახარია წადი”- მინისტრის გადადგომა 25 ლოკაციიდან ერთდროულად მოითხოვეს

 


გახარია წადი! –  ამ შეძახილებით  აქცია ზებრა გადასასვლელებზე გამართეს. 

პროტესტის უჩვეულო ფორმით გახარიას გადადგომა  თბილისში 25 ლოკაციაზე მოითხოვეს.აქციის მონაწილეები  ზებრა გადასასვლელებზე რამდენიმეწამიანი გაჩერებით აფიქსირებენ.

გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია კი დღეს ისევ  19:00 საათზე დაიწყება.