“გახარია წადი”, “არა ოკუპაციას” – ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ თვალებახვეული ახალგაზრდები ვარიანში პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს. იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში ღონისძიება, რომელში პრემიერი მონაწილეობდა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები პრემიერს ტრანსფრანატებით დახვდნენ და 20 ივნისის ღამის გამო პროტესტს ახვეული თვალით გამოხატავდნენ.
ისინი საქართველოს პრემიერს, შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადაყენებასა და ყველა იმ პირის დასჯას სთხოვენ, ვინც 20 ივნისის სისხლიან დარბევაში მონაწილეობა მიიღო.