საქართველის პრემიერი, გიორგი გახარია; იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან.ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. “მთავარი” კადრებსაც ავრცელებს, სადაც პარტიის ოფისში ლიდერების მისვლაა ასახული.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, გიორგი გახარია და ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი. “მთავარის” ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდა პარტიის ყოფილი წევრი სოფო ქაცარავაც.