გახარიამ მხარდამჭერებს სთხოვა კონტრაქცია არ გამართონ

“მინდა მადლობა გითხრათ და გთხოვოთ, ვინც ამ აქციებს აორგანიზებთ, გადაიფიქრეთ,” – ამ სიტყვებით  შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მიმართა. დღეს ცნობილი გახდა, რომ  რესპუბლიკის მოედანზე გახარიას  მხარდამჭერი აქცია იმართება.

გახარიამ განაცხადა, რომ კონტრაქციის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო. 

“მსგავსი ღინისძიებები დღეს საერთოდ არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე თითოეულ ადამიანს მინდა ადამიანური მადლობა ვუთხრა, მინდა ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზებას საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ და მხოლოდ გვიშლის ხელს.

მინდა გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ ვიპოვით გზა და ყოველთვის გვექნება საშუალება ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ველაპარაკოთ, არამედ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი. მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს რომელიც მსგავს ღონისძიებას აანონსებს, გადაიფიქრონ, არ არის ეს საჭირო” – განაცხადა  გიორგი გახარიამ.