პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ ,,ქართული ოცნება” ,,ნაციონალურ მოძრაობას” გაუთანაბრა.
მისი თქმით, გახარიამ ქართული ოცნების მკვლელის როლი შეასრულა, რადგან მისი შს მინისტრობის პერიოდში დაიღვარა ყველაზე მეტი სისხლი, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. ამასთან ერთად, მისივე აზრით, ივანიშვილი პრემიერი უნდა გახდეს, რადგან სხვა შემთხვევაში პარტიას დაკარგავს.
„გახარიამ მოახერხა ისიც, რომ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრა. ანუ, ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა უკვე შიგნით, პარტიაში აქვს და ამიტომ, მისი დაბრუნება პრემიერად, ან სიის პირველ ნომრად, ეს გადაუდებელი რეალობაა. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ის პარტიას დაკარგავს, რადგან კახა კალაძის სახით უკვე გამოიკვეთა კონკრეტულად ფიგურა, რომელიც პარტიის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს კი, მორალი და მდგრადობა ნაკლებად გააჩნიათ. ისინი ადვილად ბარგდებიან იქ, სადაც ახალი სიმძიმის ცენტრი ჩნდება,”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.