გახარიას დანიშვნა მისი არაფორმალური გავლენების გაძლიერებას ემსახურება – აბესაძე

სტრუქტურულად არასწორი გადაწყვეტლება – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ეროვნული უსაფრთხიების საბჭოს მდივნად შს მინისტრს გიორგი გახარიას დანიშვნას. აბესაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ უშიშროების საბჭო თავიდანვე აქცია პოლიტიკური თამაშების სივრცედ. „პრეზიდენტთან კინკლაობის გამო ის ჯერ გააუქმეს, ახლა ისევ შექმნეს. პრინციპულად არასწორია მისი მდივანი იყოს ერთ-ერთი მინისტრი. არ შეიძლება გახარიას არაფორმალური გავლენების გაძლიერების პოლიტიკური ამოცანის გამო ასე არასწორად ყალიბდებოდეს უსაფრთხოების საბჭო. ეს არის სტრუქტურულად არასწორი გადაწყვეტლება და ემსახურება ნომინალური პრემიერის პირობებში გახარიას პოლიტუიკური არაფორმალური გავლენების გაძლიერებას“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე