გალერია თბილისი მუშაობას 16:00 საათიდან განაახლებს.
დილით გალერია თბილისმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც გალერია თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გამწოვი დაიწვა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.